Banner

,,Woodrich’’არის ის, რასაც ეძებდით!

მყარი მუხისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ხის ავეჯი. ხარისხი, დიზაინი და არანაირი კომპრომისი.

Banner

Woodrich - ნატურალური ხის კარები, ავეჯი და პარკეტი.

მასალების ხარისხი და წარმოების ტექნოლოგია ხის პროდუქტების გამძლეობის მთავარი ფაქტორია. Woodrich-ის ყველა პროდუქტი იწარმოება უახლესი ტექნიკით, საუკეთესო მასალების გამოყენებით.

Banner

იტალიური კარის ფიტინგები წამყვანი მწარმოებლებისგან.

ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოადგენს კარის ფიტინგების მსოფლიოში ცნობილ მწარმოებლებს - Frascio და Olivari. გვაქვს დიზაინერული კარის სახელურებისა და აქსესუარების დიდი არჩევანი.

#Ვინ ვართ ჩვენ?

BiPORT, Ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენი შოურუმი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ინტერიერის დიზაინისთვის. ჩვენ ვართ პარკეტის, კარების და ბუნებრივი ხის ავეჯის ექსკლუზიური მიმწოდებლები Woodrich-ის ბრენდისგან. კარის აქსესუარების (კარის სახელურები, საკეტები, საცობები) ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური მწარმოებლის Olivari-სა და Frascio-სგან.

30
პარკეტის ფერი
40
კარის მოდელი
80
დიზაინერის კარის სახელურები
36
ხის ავეჯის მოდელები
About slide
#Უნდა იცოდე

როგორ ავირჩიოთ კარი ფოტოდან?

01 Info slide
როგორ შევარჩიოთ პარკეტი?

პარკეტის ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური ზომა არის 140მმ/16მმ. ამ ზომის პარკეტის დაფა იდეალურად მიესადაგება თანამედროვე შენობებს და ქმნის იდეალურ ეფექტს. იმ შემთხვევაში თუ სივრცე მცირე ზომისაა, შეგვიძლია შევარჩიოთ პარკეტი 110/16მმ ზომით, ხოლო როდესაც ვარჩევთ პარკეტის დაფას დიდი სივრცის ოთახისთვის შეგვიძლია ავირჩიოთ 190მმ-იანი ზომით. დიდი სისქის მქონე პარკეტს აქვს შესანიშნავი თერმო და ხმის იზოლაცია. იმ შემთხვევაში თუ აუცილებელია პარკეტი შევაერთოთ, გავათანაბროთ მაგალითად ფილასთან ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ავირჩიოთ 12,5მმ სისქის დაფა. Woodrich-ის წარმოება პარკეტისთვის იყენებს მხოლოდ ნატურალურ ხეს. პარკეტის ზედა ფენა წარმოებულია მასიური მუხისგან. ჩვენ გთავაზობთ ოცდაათამდე შეფერილობის და სამ სხვადასხვა სელექციის პარკეტს, იდეალური დიზაინის შესაქმნელად.

02 Info slide
რომელი მასალაა კარისთვის უკეთესი?

თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ შიდა ოთახებისთვის განკუთვნილი კარი სხვადასხვა მასალით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტის ღირებულებას. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ნატურალური ხისაგან დამზადებული კარი დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულად და მოთხოვნადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს განპირობებულია ნატურალური ხისაგან დამზადებული კარის ეკოლოგიურობითა და მუშაობის ხანგრძლივობით. კარგი ხისაგან დამზადებული კარი რამდენიმე ათწლეული უნდა ემსახუროს მფლობელს. დღეს ყველაზე პოპულარულ მასალად მიჩნეულია ფიჭვი. ფიჭვისაგან დამზადებული კარი შედარებით მსუბუქია, აქვს მკვეთრად გამოხატული ვიზუალი და გაცილებით იაფია. მურყანი გაცილებით მძიმე ჯიშის ხეა, მოწითალო ელფერით და ძალიან საინტერესო ვიზუალით. ასეთი კარი ძალიან ეფექტურად გამოიყურება. თუმცა ყველაზე საუკეთესო მასალად ითვლება მუხა. მუხისგან დამზადებული კარი შეუძლებელია აგერიოთ სხვაში. ასეთი მასალისაგან დამზადებული კარი მრავალწლიანი და მუდამ პრესტიჟული იქნება.

03 Info slide
როგორ შევარჩიოთ კარის სახელურები?

დღესდღეობით კარის სახელურების უზარმაზარი არჩევანია, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, არცთუ ისე იოლია საჭირო კარისთვის შესაფერისი სახელურის შერჩევა. უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქციის ხარისხს. იაფი სახელურების ,,სასიცოცხლო ციკლი,, ჩვეულებრივ ძალიან მოკლეა და როგორც წესი ერთი ან ორი წლის შემდეგ სახელური უკვე იწყებს შეფერილობის დაკარგვას, აქერცვლას, იწყებს რყევას და მწყობრიდან გამოდის ზამბარა. რაც შეეხება ძვირადღირებული ბრენდების სახელურებს, როგორიცაა მაგალითად ,,OLIVARI,, ისინი ათწლეულები ემსახურებიან მფლობელს, ეს ბრენდი იძლევა 30 წლიან გარანტიას. არანაკლები მნიშვნელობა აქვს დამატებითი აქსესუარების შერჩევასაც, ხშირად სახელურების შერჩევისას მყიდველი ვერ ახერხებს შეარჩიოს იგივე ფერის გამოსადეგი დამჭერები ან ჩამკეტები. ჩვენი კომპანია გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ისეთი იტალიური ბრენდების, როგორიცაა ,,Frascio,, და ,,OLIVARI,,-ს გამძლე და ხარისხიან პროდუქციას. ორივე ბრენდი უკვე დიდი ხანია, სახელურების წარმოებაში ხელმძღვანელობს განსაკუთრებული სტანდარტებით და აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას. ყოველი სახელურის შექმნა წარმოადგენს დიზაინერულ ჩანაფიქრს, შესრულებულს კონკრეტული ავტორის მიერ. გვაქვს ხარისხიანი სახელურების ფართო ასორტიმენტი, ასევე თანმხლები აქსესუარების დიდი არჩევანი.

Percent bg
Discount img

საქონლის შეძენის სპეციალური პირობები

დიდი რაოდენობით საქონლის შეძენისას მოქმედებს ფასდაკლების მოქნილი სისტემა. შეძენის სპეციალური პირობები დამოკიდებულია შეძენილი საქონლის რაოდენობაზე და შეკვეთის მთლიან რაოდენობაზე.

მიღება

ჩვენი სიახლეები